ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია

სექტემბერი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორთან ახლოს, ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია, -ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ავრცელებს. 

 

ავტომაგისტრალზე ქალაქ გორის სიახლოვეს მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. 

"შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად გამოცხადდა ფორდის მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელმაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ავტომაგისტრალზე მორიგეობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. შემთხვევის ადგილზე, ასევე, გამოცხადდა შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილების 4 ჯგუფი. მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, მოხერხდა ცეცხლმოკიდებული მანქანის ჩაქრობა", - ნათქვამია განცხადებაში 

 

შემთხვევის ადგილზე, 20 მეხანძრე - მაშველთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

 

ამავე თემაზე: გორთან ახლოს, მაგისტრალზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა 

Read 259 times Last modified on Last modified on სექტემბერი 14 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი