გორის მერია: აუდიტორებმა ჩვენი არგუმენტები ანგარიშში არ გაითვალისწინეს

სექტემბერი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პირველად ანგარიშთან დაკავშირებით შენიშვნები გადაუგზავნა.

კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ აუდიტორებმა მათი არგუმენტები არ გაითვალისწინეს  და რიგ შემთხვევებში, საკითხი არასრულყოფილად შეისწავლეს.  

ამის დასტურად, მერიის მიერ გაგზავნილ წერილში რამდენიმე მაგალითია მოყვანილი. 

"აუდიტორებს წარედგინათ შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობის დროს გამოყენებულ სამშენებლო მასალასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ყველაფერი წინასწარ ანგარიშში არ იქნა გათვალისწინებული; ასევე მოხდა შენიშვნაზე საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, წარვადგინეთ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ გაითვალისწინეს ანგარიშში აუდიტორებმა ეს დასკვნა", - ვკითხულობთ მერიის წერილში, რომელიც სახელმწიფო აუდიტს 12 სექტემბერს გადაეგზავნა.

გორის მერიის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნილი შენიშვნების ამსახველი დოკუმენტი რადიო "მოზაიკას" მერიამ დღეს მიაწოდა. 'მოზაიკამ" ამ დოკუმენტის გამოგზავნის მოთხოვნა უწყებას იმ დღეს გაუგზავნა, როცა მას შენიშვნების გაგზავნის ვადა ეწურებოდა. 

დღეს მიღებული დოკუმენტით ისიც ირკვევა, რომ გორის მერიამ სახელწმიფო აუდიტს შენიშვნები 2 დღის დაგვიანებით გადაუგზავნა. 

 

Read 223 times Last modified on Last modified on სექტემბერი 13 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი