Back to Top
პარასკევი, 13 სექტემბერი 2019 11:54

ოქრუაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, პარტია მზადაა ნახევარი მილიონი გადაიხადოს

Rate this item
(0 votes)

„გამარჯვებული საქართველო“ ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, სასამართლოს გირაოს სახით ნახევარ მილიონ ლარს სთავაზობს. განცხადება პარტიის წევრებმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს.

გურამ ჩალაგაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მსჯავრდებულ გურამ დონაძეს ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებას სთავაზობდნენ.

"ისინი ახლდნენ გურამ დონაძეს მატროსოვის ციხეში და სთავაზობდნენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინაარმდეგ მიეცა ცრუ ჩვენება, მას შემდეგ რაც დონაძისგან სასურველი პასუხი ვერ მიიღეს გადავიდნენ 20 ივნისის აქციაში მონაწილეთა დაშანტაჟებაზე. გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ გავრილოვის ღამეს დაპატიმრებულებს თავისუფლების სანაცვლოდ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას სთხოვენ", -აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.

 
Read 559 times