მიუსაფარი ძაღლების დაძინება - მომხრეები და მოწინააღმდეგეები

მარტი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერთი კვირის განმავლობაში, გორში ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის 2 შემთხვევა გახმაურდა. ადგილობრივ მედიაში ამ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, ქალაქში მიუსაფარი ცხოველების სიმრავლეზე საუბარი გააქტიურდა. მოქალაქეთა მოთხოვნები, ხელისუფლების გეგმები და ცხოველთა უფლებადამცველების რჩევები ერთმანეთს არ ემთხვევა.

 ძაღლის ნაკბენის გამო მოქალაქემ „გორმედს“ გუშინაც მიმართა. რამდენიმე დღით ადრე დაზარალებული 50 წელს გადაცილებული ქალი იყო. ორივე პაციენტი ამბობდა, რომ მიუსაფარი ცხოველის მიმართ აგრესია არ გამოუვლენია.

დაზარალებული მოქალაქეების შესახებ, მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საკუთარი მოსაზრება არაერთმა ადამიამნა გამოთქვა.

„ჩემი შვილი გვიან ბრუნდება რეპეტიტორისგან და სულ მეშინია ამ ძაღლების გამო“, - წერდა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე.

„ბავშვობიდან მეშინია ძაღლების და ალბათ ამ შიშს ვერასოდეს მოვიშორებ. ამ ძაღლებს რომ ავერიდო, ხან შემოვლითი გზებით დავდივარ“, - წერდა მეორე

„რა გახდა, რითი ვერ მოაგვარეს ეს პრობლემა? რამდენი ადამიანიღა უნდა დაკბინონ?“ - კითხულობდა მესამე.

ბოლო 10 დღეში, ,,გორმედის" რაბიოლოგს ძაღლებისგან დაკბენილმა 36-მა პირმა მიმართა, აქედან, 22 უპატრონო ძაღლმა დაკბინა, ქუჩაში გავლისას. რამდენიმე პაციენტს, ანტირაბიული ვაქცინაციის გარდა, ნაკბენ ადგილზე ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა, - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში „გორმედის“ წარმომადგენელმა გამოაქვეყნა.

ძაღლების მიერ მოქალაქეთა დაკბენის შემთხვევებზე საკრებულოს წევრები ქალაქში არსებული თავშესაფრის ხელმძღვანელს ესაუბრნენ. შეხედრაზე მხარეებმა გამოსავლის გზების მოძებნა სცადეს. დაწესებულების დირექტორმა, თამარ აფციაურმა განმარტა, რომ ოპერაციას - სტერლიზაციას და კასტრაციას - ყოველდღიურად 5-6 ძაღლს უტარებენ.

„ისეთი ძაღლებიც არიან, რომლებიც ამ ოპერაციის შემდეგ, მაინც აგრესიულები რჩებიან“, - აღნიშნა აფციაურმა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პირველ რიგში, აუცილებელია უკვე მოქმედ თავშესაფარში ლაბორატორიის მოწყობა. 

"თავშესაფარს სჭირდება ლაბორატორია ცხოველებში ავადმყოფობების გამოსავლენად და სამკურნალოდ. თუ ცხოველი მკურნალობას არ ექვემდებარება, საშიშია მოქალაქეებისთვის არა მხოლოდ აგრესიულობით არამედ დაავადებით, მაშინ ვეტერინარის და კინოლოგის დასკვნის საფუძველზე, უნდა დაექვემდებაროს დაძინებას", - თქვა მიშა გოგინაშვილმა.

მის განცხადებას მალევე გამოეხმაურა ცხოველთა უფლებადამცველი. ირმა მთიულიშვილი ძაღლების დაძინებას არც ერთ შემთხვევაში არ ეთანხმება. ის მოქალაქეებს მიუსაფარი ცხოველების შეკედლებისა და მათზე ზრუნვისაკენ მოუწოდებს.

„ვეძებ ადამიანებს გორში, რომლებიც იქნებიან ოფიციალური მიმკედლებლები მიუსაფარი ძაღლების. დაგეხმარებით, თქვენს გვერდით ვიქნები დღე-ღამის ნებისმიერ დროს, როცა დაგჭირდებით, ოღონდ იყავით ეს ადამიანები. ისეთები, ვინც მონიტორინგშიც ჩართვებით და არ დავაძინებინებთ ძაღლებს. არ გაწიროთ მშიერი, გაძვალტყავებული უდანაშაულო ცხოველები მოსაკლავად“.

მოქალაქეთა ნაწილი უფლეადაცველის მოსაზრებას იზიარებს. ისინი ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ უფრო ჰუმანური გზები უნდა მოძებნოს. ერთ-ერთ ასეთად კი თავშესაფრის გაფართოებას და მომსახურების დახვეწას მოიაზრებენ. ამ იდეას ხელისუფლებაც იწონებს, თუმცა ამბობს, რომ ეს სამომავლო პერსპექტივაა.

 

Read 1571 times Last modified on Last modified on მარტი 15 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი