ახალი სასწავლო წლიდან ქვახვრელის საბავშვო ბაღი გაიხსნება

სექტემბერი 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

16 სექტემბრიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში აღსაზრდელები ახალ საბავშვო ბაღში შეხვდებიან, - ამის შესახებ სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ რადიო "მოზაიკას" აცნობა.

ლია კოვზიაშვილის განცხადებით, ამ დრომდე ბაღი ფუნქციონირებდა ნაქირავებ შენობაში, ამჯერად კი, ბაღის დატვირთვა ადმინსტრაციულ შენობას მიეცემა, რომელიც რამოდენიმე თვის წინ გარემონტდა.

"სოფელში ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები და ფართი მოვარგეთ საბავშვო ბაღის სტანდარტებს. აქამდე თუ ბაღი ნაქირავებ შენობაში ფუნქციონირებდა, ახლა უკვე გადავდივართ ახლადგარემონტებულ შენობაში", - ამბობს ლია კოვზიაშვილი.

Read 507 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი