Back to Top
ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019 12:05

ახალგორელმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო

Rate this item
(0 votes)

ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო.

მისი გაცხადებით, პროტესტის უკიდურეს ფორმას, საერთაშორისო საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად მიმართა.

"დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მხოლოდ წყალს მივიღებ. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მივმართავ იძულებით - მინდა შემხვდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ხელისუფლების მხრიდან, მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ. ცოცხალი თითქოს არავის ვაინტერესებ. ჩემი პროტესტი, მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც. ჟურნალისტებს გთხოვთ დაინტერესდეთ, რათა ჩემს შესახებ პროტესტის ადრესატებმა გაიგონ. მეგობრებს სტატუსის გაზიარებას გთხოვ“, - წერს მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში.

ცხინვალის დე - ფაქტო რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ უკვე ორი წელია სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს.

Read 250 times