Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019 11:50

გორის მერიის თანამშრომლების წონით ავტობუსის საწვავის ხარჯვა შეამოწმეს

Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, გორის მერიის თანამშრომლების წონით ერთ-ერთმა ა(ა)იპმა ავტობუსის საწვავის ხარჯვა შეამოწმა.

"თანამშრომლები ჩასვეს ავტობუსში და ატარეს, რათა შეემოწმებინათ, დატვირთული ავტობუსი რამდენ ლიტრ საწვავს მოიხმარდა", - აცნობეს რადიო "მოზაიკას"

წყაროს ინფორმაციით, ექპერიმენტი გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში ჩატარდა.

"თითქმის ერთი საათის განმავლობაში, 30-მდე თანამშრომელი ასეირნეს ავტობუსით. მერე ცარიელი ავტობუსი ატარეს იგივე მარშრუტით და ასე განსაზღვრეს, რამდენს ხარჯავს ეს ტრანსპორტი დატვირთულ და დაუტვირთავ მდგომარეობაში", - განმარტავს წყარო.

მომხდარს სააგენტოს დირექტორის მოადგილეც ადასტურებს. გია ქვათაძე ამბობს, რომ ამ შემოწმების ჩატარება შიდა აუდიტისთვის იყო საჭირო.

"არ გაგვიკეთებია აქცენტი მძიმე წონიან და სუსტ თანამშრომლებზე, ეს იყო ნებაყოფლობითი. ჩვენ ამ სახით დავადგინეთ რამდენ საწვავს მოიხმარდა ავტობუსი, როდესაც მგზავრებით სავსე იყო (ამისთვის ყველა ადგილი შევავსეთ) და რამდენს დაწვავდა ის ცარიელ მდომარეობაში გადაადგილებისას. მიღებული ინფორმაცია საჭირო იყო შიდა აუდიტისთვის და ამას ექსპერიმენტს ვერ დავარქმევთ, ეს იყო უბრალოდ ავტობუსის შემოწმება", - გვითხრა ქვათაძემ.

საწვავის ხარჯის განსაზღვრისთვის, სააგენტომ თანამშრომლები ატენის ხეობაში აიყვანა და ჩამოიყვანა. შემოწმება შესვენების დროს ჩატარდა.

Read 1986 times Last modified on ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019 11:57