რადიო "მოზაიკამ" აუდიტის პირველადი ანგარიში, ადგილობრივ ჟურნალისტებს გადასცა

სექტემბერი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკამ" ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტი ერთი კვირის შემდეგ კოლეგებს გადასცა.

 

სპეციალურად გამართული ბრიფინგი, სათემო რადიოს ოფისში დღეს სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა. "მოზაიკას" ჟურნალისტებმა კოლეგებს იმ მუხლების შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია, რაც სახელმწიფო აუდიტის პირველად ანგარიშში, კონკრეტული ხარვეზებზე მიუთითებს. "მოზაიკა" მერიის მიერ კომუნიკაციის შეწყვეტას სწორედ ამ ფაქტების გავრცელებას უკავშირებს.

გორის სათემო რადიოს ჟურნალისტებმა იურისტების შეფასებებიც გაახმოვანეს,რომლის მიხედვით აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროების ვალდებულება საბოლოო ვერსიის შედგენამდე თავად მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა, რის ნაცვლადაც უწყებამ მერიაში "წყაროს" გამოსავლენად ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.

ჟურნალისტები თვლიან,რომ დოკუმენტის გასაჯაროებით. მუნიციპალიტეტში გამჭვირვალე მმართველობის განვითარებას ხელს შეუწყობენ.

 

 

Read 302 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი