რადიო "მოზაიკა" 17:00 საათზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს

სექტემბერი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეს, 17:00 საათზე რადიო "მოზაიკა" მედია-საშუალებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პირველად ანგარიშს გადასცემს. დოკუმენტის ამ ფორმით გასაჯაროების გადაწყვეტილება "მოზაიკამ" მას შემდეგ მიიღო, რაც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ რადიოსთან კომუნიკაცია შეწყვიტა და პასუხების თავიდან აცილებას ამ გზით შეეცადა.

ჩვენ ბოლომდე ვიაზრებთ აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის სრულყოფილი სახით ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი კოლეგებისთვისაც.

ვფიქრობთ, რომ ამით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პატივისცემას საზოგადოების მიმართ, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია.

აქვე, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყოს ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის განვითარებას გორის მუნიციპალიტეტში.

Read 562 times Last modified on Last modified on სექტემბერი 11 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი