რა დოკუმენტიც არ უნდა მალოს, გორის მერი დარღვევებზე პასუხს აგებს - ბასიშვილი

სექტემბერი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კონსტანტინე თავზარაშვილის მხრიდან გორის მერიაში დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას ოპოზიციაში ეხმაურებიან.

ენმ-ს რეგიონული ოფისის წარმომადგენლის, ბადრი ბასიშვილის შეფასებით, თავზარაშვილი მის ზემდგომებს უსიტყვოდ ემორჩილება და თანამდებობის შენარჩუნების სანაცვლოდ ხელს დარღვევევბზეც აწერს.

"როგორც არ უნდა ეცადოს და რა დოკუმენტიც არ უნდა გადამალოს, კოტე თავზარაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა უამრავ დარღვევაზე, რაც მისი მერობის წლებშია აღმოჩენილი. დღეს კოტე არის დე ფაქტო მერი და მას არაფერს აკითხებენ გორის ეგრედ წოდებული მამები "ქართული ოცნებიდან". სამაგიეროდ, ბევრ დარღვევაზე აწერინებენ ხელს და ასე უნარჩუნებენ თანამდებობას", - აცხადებს ბადრი ბასიშვილი.

ინფორმაციისთვის, გორის მერი იკვლევს, თუ როგორ აღმოჩნდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პირველადი ანგარიში რადიო "მოზაიკას" ხელში. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, აპირებს მკაცრად დასაჯოს ის თანამშრომელი, რომელმაც ეს გააკეთა. 

ამავე თემაზე: გორის მერი იკვლევს, როგორ აღმოჩნდა "მოზაიკას" ხელში აუდიტის პირველადი ანგარიში

ამავე თემაზე: აუდიტის ანგარიში გორის მერიას თავადვე უნდა გამოექვეყნებინა - საია

Read 861 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი