აუდიტის ანგარიში გორის მერიას თავადვე უნდა გამოექვეყნებინა - საია

სექტემბერი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საჯარო უწყებისთვის ოფიციალური დაწესებულების მიერ გაგზავნილი ყველა დოკუმენტი საჯაროა, - ეს განცხადება დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის თავმჯდომარემ გააკეთა.

ქეთი ბებიაშვილი გორის მერიაში კონსტანტინე თავზარაშვილის მიერ თანამშრომლების მიმართ დაწყებულ ადმინისტრაციული საქმის წარმოებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ამ ქმედების საფუძველი არ შეიძლება გახდეს ის ინფორმაცია, რაც ამ შემთხვევაში, რადიო "მოზაიკას" ჩაუვარდა ხელში.

"გორის მერი ვალდებულია, ოფიციალური დაწესებულებიდან მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია გაასაჯაროვოს და გამოაქვეყნოს ის. არ აქვს მნიშვნელობა აუდიტის ანგარიში პირველადია თუ მეორადი, საზოგადოებამ ეს შეფასებები უნდა იცოდეს. ასევე უნდა ქვეყნდებოდეს ის შენიშვნები, რასაც მერია აუდიტის სამსახურს უგზავნის. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, არა მხოლოდ სახელმწიფო უწყების შეფასება, არამედ ის შედეგებიც გამოაქვეყნოს, რაც შიდა აუდიტს გააჩნია მერის საქმიანობის შესწავლისას. არანაირი ადმინისტრაციული წარმოების საბაბი ეს ამბავი არ უნდა გახდეს. პირიქით, ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც მერიამ პროაქტიურად უნდა გამოაქვეყნოს, რათა საზოგადოებამ იცოდეს მისი საქმიანობის დადებითი და უარყოფითი მხარეები. რატომ ფიქრობს მერი, რომ მისი თანამშრომლებისგან გავიდა ეს ანგარიში? საჯარო დაწესებულებიდან გამოგზავნილი დოკუმენტია და წესით ყველა დაინტერესებულ პირს უნდა მიუწვდებოდეს ხელი", - აცხადებს ქეთი ბებიაშვილი.

ამავე თემაზე: გორის მერი იკვლევს, როგორ აღმოჩნდა "მოზაიკას" ხელში აუდიტის პირველადი ანგარიში

Read 184 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი