სახელმწიფო აუდიტი: გორის მერიამ წინა წლების ხარვეზები არ გამოასწორა

სექტემბერი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტმა სათანადო რეაგირება არ მოახდინა სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოს მიერ, წინა წლებში გამოვლენილ დარღვევებზე და აუდიტის ანგარიშში ასახულ გარემოებებზე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის პირველადი ანგარიშიდან ირკვევა.
"2012-2013 წლებში სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 8 041.4 ლარს. შესრულებული სამუშაოების ღირებულება მერიის მიერ ანაზღაურებული იყო ფაქტობრივი დანახარჯების გათვალისწინების გარეშე. მსგავსი სახის დარღვევა-ნაკლოვანება დაფიქსირდა მიმდინარე აუდიტის პერიოდშიც", - ვკითხულობთ აუდიტის პირველად ანგარიშში.
აუდიტის ანგარიში ასევე მიუთითებს იმასაც, რომ ანალოგიური მდგომარეობაა საკრებულოს არათანამდებობის წევრებზე ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე აუდიტის ფარგლებშიც არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები.
საბოლოოდ, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოს მიერ, წინა წლებში გამოვლენილ დარღვევებზე მუნიციპალიტეტის არასათანადო რეაგირება დაუშვებელია.
Read 264 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი