"ქართული ოცნების" დეპუტატებმა "გავრილოვის ღამის" ხსენების გამო შეხვედრა დატოვეს

სექტემბერი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის საკრებულოს წევრებმა, "გავრილოვის ღამის" ხსენების გამო, გორში საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე დისკუსია დატოვეს.

მიშა გოგინაშვილმა და ზურამ ყაჯრიშვილმა გორის დემოკრატიის სკოლაში საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე და საარჩევნო რეფორმის შესახებ გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.  

"აქ მოვედი საკონსტიტუციო ცვლილებების მოსასმენად და ეს ორგანიზაცია აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს. საუბრობენ გავრილოვის ღამეზე. მე არ ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას უნდა დავესწრო", - განაცხადა ზურაბ ყაჯრიშვილმა. 

აღნიშნული შეხვედრას ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადეობა" მართავს. მისმა წარმომადგენელმა საუბრის დასაწყისში 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ახსენა და "გავრილოვის ღამედ" მოიხსენია.

ფრაქციის "ქართული ოცნება" თავჯმდომარემ, მიშა გოგინაშვილმა მას სიტყვა შეაწყვეტინა და თქვა, რომ "ეს იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა და არა გავრილოვის ღამე". 

ინფორმაციისთვის, ამ წუთებში, გორის დემოკრატიის სკოლაში საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და საარჩევნო რეფორმის შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც განიხილავენ "სამართლიანი არჩევნების" მიერ საქართველოს პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში წარდგენილ რეკომენდაციებს საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ და მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ძირითადი ცვლილებებს.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

Read 400 times Last modified on Last modified on სექტემბერი 11 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი