შსს, გორის ეპარქია, დეპუტატის ბიურო - ვის ათხოვა გორის მერიამ მანქანები

სექტემბერი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 14 მანქანა სხვადასხვა უწყებებს და სამსახურებს ათხოვა, - ამის შესახებ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ.
დოკუმენტის მიხედვით, მერიას 2018 წელს, 36 მსუბუქი და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება ჰქონდა, თუმცა მათი ნაწილით ის თავად არ სარგებლობდა.
"ა(ა)იპ-ებზე თხოვების ფორმით გადაცემული იყო 3 მანქანა, შსს-ზე - 7 მანქანა, გუბერნიაზე - 1, დეპუტატის ბიუროზე - 2 , გორის ეპარქიაზე კი - 1", - წერია აუდიტის პირველად ანგარიშში.
როგორც ცნობილია, ამ პერიოდისთვის მერია განკარგავდა 22 ერთეულ მსუბუქ ავტომანქანას, საიდანაც 4 ამორტიზებული იყო. დოკუმენეტში ვკითხულობთ, რომ მანქანების ეს რაოდენობაც მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილ ზღვრულ ოდენობას - მერია რეკომენდებული 10 ერთეულის ნაცვლად, 22 სამორიგეო ავტომანქანას განკარგავდა.
შეგახსენებთ, რომ გორის მერია ამჟამად 5 ავტომანქანის გაყიდვას და 2 ავტომობილის შეძენას აპირებს. საკითხი უკვე საკრებულოს დღის წესრიგში დგას.
Read 284 times Last modified on Last modified on სექტემბერი 11 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი