Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019 15:29

გორის მერიამ საკონსულტაციო მომსახურებისთვის 70 100 ლარი არარაციონალურად დახარჯა

Rate this item
(0 votes)
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობის შეფასების პირველად ანგარიშში საკონსულტაციო მომსახურებისთვის დახარჯული 70 100 ლარი არარაციონალურად მიიჩნია.
"მერიამ ვერ წარმოადგინა შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულება იმისა, თუ რა აუცილებლობით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის 70 100 ლარის გადახდა, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება" - ვკითხულობთ ანგარიშში.
აუდიტის სახელმწიფო სამსახური მერიას მოუწოდებს არ განახორციელოს ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებაზე ხარჯის გაწევა, რადგან მსგავსი საქმიანობის განხორციელება მერიის თანამშრომელთა ვალდებულებაა.
Read 547 times