Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019 14:58

გორის მერიამ 234 000 ლარზე მეტი ზედმეტად დახარჯა-აუდიტის სამსახური

Rate this item
(0 votes)
სახელმწიფო აუდიტის პირველადი ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვისას, მუნიციპალიტეტის მიერ არ არის დაცული კანონმდებლობის მოთხოვნა ფაქტობრივი დანახარჯებით ანაზღაურების შესახებ.
"ეს ყველაფერი იწვევს საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურებას. ერთი ხელშეკრულების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ ზედმეტად ანაზღაურდა, მინიმუმ, 234 000 ლარზე მეტი" - ვკითხულობთ დასკვნაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოუწოდებს, შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით, განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი.
Read 532 times