გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აუდიტის სამსახურისთვის გასაგზავნ შენიშნვნებზე მუშაობენ

სექტემბერი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აფასებს.

დავით რაზმაძე დოკუმენტის მონაცემებს საკრებულოს ნაწილში არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი უწყების მუშაობა კანონის ფარგლებს არ სცდება. საუბარია საკრებულოს რიგითი წევრებისთვის, ამომრჩეველთან შესახვედრად გათვალისწინებულ, მაქსიმუმ 400 ლარიან ხარჯზე, რომლის გაცემა საკრებულოში, აუდიტის სამსახურის შეფასებით, დასაბუთების გარეშე ხდება. 


"აუდიტის დასკვნა თავიდან ბოლომდე სისულელეა, საკრებულოს ნაწილში. ეგ ხელფასის სახით ვერ გაიცემა, მაგაზე რა დოკუმენტი უნდა წარმოვადგინოთ, ჩემთვის გაუგებარია. შეუძლებელია, ბილეთს ვერ აიღებ ტრანსპორტში, რადგან კერძო სექტორს ეკუთვნის. ჩვენ პირდაპირ რეგულაციებში ჩადებული გვაქვს ამ ხარჯის თანხა, იმ ფორმით როგორც გაიცემა. (ამომრჩეველთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმით, სხდომებზე დასწრებით და ა.შ.). დეპუტატმა თუ გააცდინა საკრებულოს ან კომისიის სხდომა, ამ შემთხვევაში აკლდება თანხა. ვმუშაობთ ამ საკითხზე და ჩვენს მიერ შემუშავებულ შენიშვნებს გავუგზავნით აუდიტის სამსახურს", - ამბობს დავით რაზმაძე.

 

Read 385 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი