ქვათაძე: სახელმწიფო აუდიტმა ჩვენი ა(ა)იპ-ის მუშაობა დეტალურად არ შეისწავლა

სექტემბერი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებულ პირველად ანგარიშს აფასებს და ფიქრობს, რომ მასში მოყვანილ მონაცემები მხოლოდ ზოგად ინფორმაციას ასახავს.

გიორგი ქვათაძე, რომელიც 2018 წლის განმავლობაში, აღნიშნულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა ამბობს, რომ დოკუმენტი არ უნახავს, თუმცა ინფორმაცია, რაც რადიო "მოზაიკამ" გაავრცელა ცხადყოფს, რომ აუდიტის სამსახურმა 2019 წლის თებერვლიდან აგვისტომდე პერიოდში სააგენტოს მუშაობა მხოლოდ ნაწილობრივ შეუისწავლა.

ა(ა)იპ აპირებს იურისტების დახმარებით, სათანადო შენიშვნები მოამზადონ აუდიტის სამსახურისთვის წარსადგენად.

"მე პირადად ჯერ არ გავცნობილვარ, რა წერია ჩვენ სააგენტოზე, მაგრამ ის, რაც დაიწერა ზოგიერთი საკითხი რეალობას მოკლებულია. მაგალითად, ადმინისტრაციულ ერთეულებში ბავშვთა და ახალგაზრდული საქმეების ხელმძღვანელები (რომელთა რაოდენობა მართლაც 10-ია) მუშაობენ სოფლებში და მათ თავისი სამუშაო ოთახი და ინვენტარი აქვთ. აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები ალბათ არც ჩასულან სოფელში და არ უნახავთ ადგილზე მათი მუშაობის გრაფიკი. ასევე საინფორმაციო ბუკლეტების შემგროვებელი და კარადაში შემნახველის პოზიცია რომ უწერიათ, სპეციალისტს აერია ზუსტი დასახელება, როცა ეკითხებოდნენ და მათაც შეცდომით დაწერეს. ვაპირებთ ყოველივე ამის შესახებ მოვამზადოთ იურისტებთან ერთად შენიშვნები და მივაწოდოთ მათ ჩვენი განმარტებები", -აცხადებს გიორგი ქვათაძე.

ამავე თემაზე: სამუშაო ადგილები გორის მერიაში, რომლებიც აქამდე არ იცოდით

ამავე თემაზე: გორის მერიის ზოგიერთ ა(ა)იპ-ს უფუნქციო თანამშრომლები ჰყავს

Read 1160 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი