ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დე ფაქტო ცხინვალი ამხილა - ანტისაოკუპაციო მოძრაობა

სექტემბერი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს ჩამოგდებული დრონი წარუდგინა, რომელსაც ნატყვიარი არ ამჩნევია."-ასე გამოეხმაურნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ცხინვალის რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმციას, თითქოს ქართველმა სამართალდამცავებმა საოკუპაციო ძალების მიერ გაშვებულ დრონს ცეცხლი გაუხსნეს.

"დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დღესაც გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია: "დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნეს ქართველმა ძალოვნებმა".

შეგახსენებთ, დე ფაქტო ცხინვალის კუთვნილი დრონი ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებმა მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც ის ქარელის რაიონის სოფელ აბანოში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზიდან დაშორებით შემოფრინდა."-აცხადებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები.

Read 321 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი