ტინისხიდის მიმდებარედ ქვიშა-ხრეშის მოსაპოვებლად აუქციონი გამოცხადდა

სექტემბერი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

წიაღის ეროვნულმა სააგენტომ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის ნაპირებზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისთვის ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონზე ლიცენზიის მიმდინარე ფასი 344 454 ლარია.

როგორც ცნობილია, გეოდინამიკური სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით ობიექტის მთელ ფართობზე წელიწადში ინერტული მასალის მოპოვების სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 1.5 მ-ს.

ასევე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისია ღდგენა-რეაბილიტაცია, ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა

Read 197 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი