გორის მერიას სურს, ობოლ და მშობლებთან არმცხოვრებ ბავშვებს 1000-1000 ლარი მისცეს

სექტემბერი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

6 სექტემბერს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე სოციალური დახმარების გაცემის წესის მუხლში ცვლილების შეტანას გეგმავენ.

ცვლილება დედ-მამით ობოლ და იმ ბავშვების დახმარებას ეხება, რომელთა მშობლებსაც მშობლის უფლება-მოვალეობა შეზღუდული აქვთ.

დოკუმენტის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 0-დან 18 წლამდე ასაკის ყველა ის ბავშვი, რომელიც დედ-მამით ობოლია ან მის მშობლებს მშობლის უფლება-მოვალეობა შეზრუდული აქვთ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 000 ლარს მიიღებს.

დახმარების მისაღებად, აღნიშნული კატეგორიის ბავშვის მეურვემ მერიაში საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.

აღნიშნული გადაწეყვეტილება ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ ამ საკითხს, პარასკევის სხდომაზე, საკრებულოს წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

Read 386 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი