გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე, გადასასვლელი ხიდის მოაჯირები გამოიცვალა
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ხიდის მოაჯირები გამოცვალა.
სანაპიროზე დაირგო ნაძვები და დაიდგა სკამები.
1 135 236 ლარის ღირებულების სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.
პროექტი გოგებაშვილი ქუჩის მონაკვეთის (კახნიაშვილის ქუჩიდან 26 მაისის სანაპირომდე), საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა.
გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 2018 წელს განხორციელდა.