სოციალურად დაუცველ 2 ოჯახს გორის მერიამ ახალი საცხოვრისი გადასცა

სექტემბერი 03 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
სოციალურად დაუცველი გიგუაშვილების 6-სულიანი ოჯახი ახალ საცხოვრებელში გადავა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"ტყვიავში მცხოვრები ოჯახისთვის მერიამ საცხოვრისი შეიძინა. ძველი სახლი, სადაც გიგუაშვილები ცხოვრობდნენ, ავარიული იყო და საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას", - აცხადებენ გორის მერიაში.
ახალ საცხოვრებელში შვილთან ერთად გადავა ივანე ნალიკაშვილიც. წლების განმავლობაში, სოციალურად დაუცველი მამა - შვილი ავარიულ სახლში ცხოვრობდნენ.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წელს მერიამ 5 მოძრავი საცხოვრისი შეიძინა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 48 000 ლარი გამოიყო.
Read 1013 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი