Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019 15:11

გორის მერიის ა(ა)იპ-ებმა 5 თვეში მივლინებებზე 8 000 ლარამდე დახარჯეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხუთმა სააგენტომ 5 თვეში მივლინებისთვის 8 ათას ლარამდე თანხა დახარჯა.

მიმდინარე წლის 15 მაისიდან 28 აგვისტოს ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 10 ა(ა)იპ-იდან მივლინებისთვის ყველაზე მეტი, 3150 ლარი  საფეხბურთო კლუბმა “გორი“ დახარჯა.

სტრატეგიული განვითარების სააგენტომ ამ მიმართულებით 2 923 ლარი დახარჯა, ხოლო კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ - 1088 ლარი.

სამივლინებო ხარჯებისთვის 500 ლარი დასჭირდა სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს კი - 150 ლარი.

ყველაზე ნაკლები თანხა, 45 ლარი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დახარჯა.

ჯამში, 5 სააგენტოს მივლინებებისთვის 7 811 ლარი დაიხარჯა.

ზემოთ ჩამოთვლილი ა(ა)იპ-ებისგან განსხვავებით, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში დანარჩენ სააგენტოებს სამივლინებო ხარჯები არ ჰქონიათ.

Read 417 times