Back to Top
სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019 14:43

გორის 3 სოფელში რიტუალების სახლების გადაკეთებას წელს 39 752 ლარი მოხმარდება

Rate this item
(0 votes)

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში აშენებულ რიტუალების სახლებს სხვა ფუნქციებს მიანიჭებენ.

მათ შორისაა სოფლები, დიდი ხურვალეთი და ნაწრეტი, სადაც რიტუალების სახლში სპორტულ დარბაზებს მოაწყობენ. სოფელ ყელქცეულში კი აღნიშნულ ობიექტში საბავშვო ბაღს განათავსებენ.

სამუშაოები წელს განახლებულ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულდება, რისთვისაც მთლიანობაში 39 752 ლარი დაიხარჯება.

დიდი ხურვალეთისთვის, ამ მიმართულებით 12 000 ლარი, ნაწრეტისთვის - 15 420 ლარი, ყელქცეულში კი 12 332 ლარია გათვალისწინებული.

ამ სოფლებში რიტუალების სახლები 2012-2016 წლებში აშენდა, 2019 წლისთვის კი როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე, რიტუალების სახლებისთვის ფუნქციის შეცვლა დაიგეგმა, რადგან როგოც აღმოჩნდა ობიექტები, რომლებისთვისაც ბიუჯეტიდან ათობით ათასი ლარი დაიხარჯა, ადგილობრივებისთვის გამოუსადეგარი იყო.

ამავე თემაზე:  უფუნქციო რიტუალების სახლები სხვა დანიშნულებით - მოსახლეობის თუ ხელისუფლების გადაწყვეტილება

Read 624 times Last modified on სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019 18:03