Back to Top
ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019 17:16

'ვიღაცამ იჩქარა" - გორში საგზაო ნიშანი საკრებულოს გადაწყვეტილებამდე დადგეს

Rate this item
(0 votes)

გორში, იუსტიციის სახლთან ამკრძალავი ნიშანი საკრებულოს გადაწყვეტილებამდე დადგეს.

საგზაო ნიშანის დამონტაჟების შესახებ რადიო "მოზაიკამ" მასალა 29 ივლისს გამოაქვეყნა, სათაურით "გორში, იუსტიციის სახლთან პარკირების წესები შეიცვალა". საკითხი საკრებულოს დღის წესრიგში კი, ამ ამბიდან 1 თვის შემდეგ დადგა.

"ვიღაცამ იჩქარა, ახლა შემოიტანა ჩვენთან აღმასრულებელმა ორგანომ (მერმა), რომ დაამტკიცეთ. თუ უარი ვთქვით, მერე სად მიდიან? უკვე დამონტაჟებული ყოფილა ეს ნიშანი და მეც გაოცებული დავრჩი", - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარე დავით რაზმაძე.

ინფორმაციისთვის, გორის იუსტიციის სახლთან დამონტაჟებულია საგზაო ნიშანი, რომელიც ტაქსის მძღოლებს ტერიტორიაზე, 9:00-დან 18:00 საათამდე, ხანგრძლივი პერიოდით დგომას უკრძალავს.

ახლა კი, გორის მერიამ საკრებულოს დღის წესრიგში უკვე დამონტაჟებული საგზაო ნიშნის დადგმის საკითხი დააყენა.

აღნიშნული საკითხს დეპუტატები კენჭს მომავალ საკრებულოს სხდომაზე უყრიან.

საკრებულოს განკარგულების მიხედვით, "დგომა აკრძალულია" - საგზაო ნიშნის აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსების გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ შსს-ს საპატრულო პოლიციის რეგიონალურ დეპარტამენტთან შეთანხმების შედეგად მიიღო. თუმცა საკრებულოს სხდომას მერია აღარ დაელოდა და საგზაო ნიშანი საკითხის დამტკიცებამდე დაამონტაჟა. 

Read 835 times Last modified on ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019 17:35