ოპოზიცია: გორში გადაწყვეტილებებს ვიცე-მერი და გუბერნატორი იღებენ

სექტემბერი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერის ახალი მოადგილის დანიშვნას ოპოზიცია ეხმაურება.

ფრაქციის "ძლიერი გორი" წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გორის მერს მოადგილე თავად არ შეურჩევია და ეს თანამდებობა მათთვის სასურველ პირს, გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ვიცე-მერმა, ერასტი ელიჯარაშვილმა შესთავაზეს. ოპოზიციის აზრით, გორის მუნიციპალიტეტში საკითხებს ეს ორი ადამიანი წყვეტს.

"ხოჯევანიშვილი ცდილობს მოიძლიეროს კლანი, როგორც ეს მოხდა მაშინ, როდესაც გელა კაპანაძე გააგდეს და ერასტი ელიჯარაშვილი დაუნიშნა მერს მოადგილედ. იგივე მოხდა სუხიშვილის შემთხვევაშიც. კოტე თაავზარაშვილი, რომელიც გორის მერია და თვითმართველობაში საკადრო ცვლილებებს უმდა ახორციელებდეს დამოუკიდებლად, ასე არ ხდება.  ეს ადამიანი არის მარიონეტი "ქართული ოცნების" და შესაბამისად, მხარის გუბერნატორი იღებს ყველა გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტში", -აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ ვასილისა ჯაბახიძემ.

ფრაქციის კიდევ ერთი წევრი ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ მერი არცერთ გადაწყვეტილებას გუბერნატორთან შეუთანხმებლად არ იღებს. მოადგილის დანიშვნის პროცესშიც, მისი აზრით, გორის მერი ზემდგომებისგან გარკვეულ დირექტივებს იღებდა.

"კოტე თავზარაშვილი თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას და მოადგილის დანიშვნაც არაა გამონაკლისი. ის ყოველთვის ელოდება გუბერნატორს, რას ეტყვის. ვისაც ხელს დაადებს გუბერნატორი და რა თანამდებობაზეც მიუთითებს, გორის მერი იმას დანიშნავს. სუხიშვილის გაშვებაც სწორედ ზემდგომებისგან მიღებული დირექტივების შედეგია. ეს ადამიანი ვერ მართავს მუნიციპალიტეტს თავისი პარტიული მამების და გუბერნატორის გარეშე. ყველამ კარგად იცის, რომ გორის ვიცე მერს, ერასტი ელიჯარაშვილს და გუბერნატორს გიორგი ხოჯევანიშვილს, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებთან გარკვეული კავშირები აქვთ. გორის მუნიციპალიტეტში საკითხები სწორედ ამ დონეზე წყდება", - აცხადებს ბექა ქორჩილავა.

ოპოზიციას შიდა ქართლის გუბერნიის ადმინისტრაცია ეხმაურება.

 

"სახელმწიფო რწმუნებულის კომპეტენციაში არ შედის თვითმმართველობის სტრუქტურებში რაიმე გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის საკადრო პოლიტიკაში ჩარევა. ეს ფუნქცია აქვს მერს და იგი თავად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს", - აცხადებენ გუბერნიაში.

 

იგივეს ამბობს გორის მერიც. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, მან საკადრო ცვლილებების გადაწყვეტილება გუბერნატორისგან დამოუკიდებლად მიიღო.

ინფორმაციისთვის, გორის მერს დღეიდან ახალი მოადგილე ჰყავს - კონსტანტინე თავზარაშვილმა ამ პოსტზე ის ადამიანი დანიშნა, რომლის ვინაობაც 10 დღის წინ ვერ გაიხსენა. 

Read 751 times Last modified on Last modified on სექტემბერი 02 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი