Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019 16:10

დეპუტატობის პერიოდში მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 91 მლნ ლარზე მეტი მიიღეს

Rate this item
(0 votes)

"გორის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელების შემდეგ იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ტენდერებიდან 91.8 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს",  - ამ სათაურით აქვეყნებს კვლევას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, რომელიც იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მიღებული თანხების შესახებ მონაცემებს, მისი მაჟორიტარ დეპუტატად დასახელების პერიოდიდან ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, გორის მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში მის პარლამენტში არჩევამდეც მონაწილეობდნენ, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევით დადგინდა, რომ დეპუტატისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში სწორედ მისი კანდიდატად დასახელების შემდეგ დაწინაურდნენ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს:

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს იოსებ მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ კომპანიებთან გორის მუნიციპალიტეტისა და სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები;

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სამსახურს, შეისწავლოს საქართველოს პარლამენტის წევრ, იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში შესაძლო კორუფციული გარიგებების გამოვლენის და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

Read 719 times Last modified on ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019 16:27