Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019 13:27

გორის მუნიციპალიტეტში 1 800 ტონა საგაზაფხულო ვაშლი მოიკრიფა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 1 800 ტონა საგაზაფხულო ვაშლი მოიკრიფა, - ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე მოისმინეს.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში ხილის ბაღებს 12 664 ჰექტარი უკავია, საიდანაც თესლოვანი - 10 699, ხოლო კურკოვანი 1965 ჰექტარია.

"ყოველწლიურად, მუნიციპალიტეტში 200 - 250 ჰექტარი ახალი თანამედროვე ტიპის ინტენსიური ბაღები შენდება, რის შედეგადაც უმჯობესდება ხილის მოსავლიანობა და ხარისხი. მიმდინარე წელს, პროგნოზით გათვალისწინებულია 90 000 ტონამდე კურკოვანი და თესლოვანი ხილის მიღება. მოკრეფილია 15 000 ტონა კურკოვანი ხილი. უნდა აღინიშნოს, რომ მოსავლის რეალიზაციაში პრობლემები არ არსებობს, ვაშლის ზამთრის ჯიშების კრეფა დაიწყება 15 სექტემბერს", - ნათქვამია ანგარიშში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის, მამუკა ლომსაძის ინფორმაციით, გლეხებს მოსავლის რეალიზაცია შიდა ბაზრის გარდა, საზღვარგარეთაც შეუძლიათ.

"შიდა ქართლიდან დაახლოებით 1 500 ტონამდე ატამი გავიდა, თუმცა ეს არ იყო, მხოლოდ ამ რეგიონში მოყვანილი ატამი, შემოტანილი იყო კახეთიდანაც. მოსავალი ძირითადად გადის რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ბაზრებზე. ვაშლის მოსავალს რაც შეეხება, წელს საკმაოდ კარგი ფასი უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ მოსავალი წინა წელთან შედარებით ნაკლებია. წელს სეტყვის გამო, ვაშლის ნაკლები მოსავალია და ფასი საკმაოდ მაღალია", - გვითხრა მამუკა ლომსაძემ.

Read 627 times