4 კანდიდატურა, რომლებსაც გორის მერი საკუთარი მოადგილის პოსტზე განიხილავს

აგვისტო 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, გორის მერი საკუთარი მოადგილის პოზიციაზე შიოშვილს, ჯოხაძეს, ლაფაჩს და ივანიშვილს განიხილავს.

ეკატერინე სუხიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ ეს პოზიცია ისევ ვაკანტურია.

გორის მერი ერთი კვირაა ამბობს, რომ რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს ამ თანამდებობაზე დასანიშნად, თუმცა გვარებს ამ დროისთვის არ ასახელებს.

რადიო "მოზაიკას' ინფორმაციით, ესენი არიან გორის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი, წყალმომარაგების სამმართველოს წარმომადგენელი პაკო ივანიშვილი, ექიმის, ნუკრი ჯოხაძის შვილი და გუბერნიის აპარატის უფროსი ანა ლაფაჩი.

ამ უკანასკნელის როტაციაზე ინფორმაციას არ ადასტურებენ გუბერნიაშ. რაც შეეხება პაკო ივანიშვილს, გორის მერი ამბობს, რომ არ იცნობს ასეთ პიროვნებას, დანარჩენებზე კი ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ისევ შერჩევის პროცესშია და კანდიდატურებს განიხილავს.

Read 1415 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი