ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე 10 საკითხიდან მხოლოდ 1-ზე ისაუბრეს

აგვისტო 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 95-ე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - დღეს ათამდე საკვანძო საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა საუბარი მხოლოდ ერთზე მოხერხდა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში, ერედვში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი მოსახლეობის სახლების დანგრევის და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები. ასევე, შეხვედრაზე უნდა ესაუბრათ არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტზეც.

"ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიჭირეს დესტრუქციული პოზიცია, დააყენეს ულტიმატუმი და დაემუქრნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირებას თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჩვენ ვუთხარით, რომ IPRM არ არის ის ფორმატი,სადაც ულტიმატუმის ენით საუბარი მისაღებია და რომ კონსტრუქციული დიალოგით შესაძლოა პრობლემის მოგვარება. სამწუხაროდ, მათ არ გაიზიარეს ჩვენი შეთავაზება და შეხვედრა ჩაშალეს“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ანთაძის თქმით, სოფელ ჩორჩანას ტერიტორიაზე ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება. როგორც ის ამბობს, ამ საკითხზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მჭიდრო კოორდინაცია აქვს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

Read 151 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი