გორის საკრებულოს წევრი რადიო "მოზაიკას" ემუქრება

აგვისტო 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
თქვენ ნახავთ, რა მოგივათ მაგ დებილობის გამოქვეყნებისთვის, - ასეთი სიტყვებით გამოეხმაურა საკრებულოს წევრი მერაბ მახარაშვილი რადიო "მოზაიკას" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სათაურით "დიახ, ვმალავ, რაც ხდება გუგუტიაანტკარში - გორის საკრებულოს წევრი მერეთის თემიდან".
აღნიშნულ მასალა ეყრდნობა მაზარაშვილის ნათქვამს:
"როგორა ვარ ვალდებული, აბა? ამომრჩეველთან ვალდებულებას რაც შეეხება, მაგათმა ყველაფერი იციან, რაც ხდება გუგუტიაანთკარში და მე რაღა უნდა ვუთხრა. დანარჩენებს ვისაც აინტერესებთ, ჩამოვიდნენ და ნახონ. მე თქვენთანაც არ მევალება ამ საკითხზე ინფორმაციიის მოწოდება. დიახ, ვმალავ ინფორმაციას".
ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, მერაბ მახარაშვილმა თავად დაურეკა "მოზაიკას" და დაემუქრა, რომ ამ კომენტარის გამოქვეყნებისთვის ჟურნალისტს პრობლემები შეექმნებოდა.
მერაბ მახარაშვილი: აი, მაგ დებილობაზე, რაც დაწერეთ, ნახავთ რაც მოგივათ, პასუხს აგებთ თქევნა.
ჟურნალისტი: ჩვენ ის დავწერეთ, რაც გვითხარით, თქვენ ნათქვამს უწოდებთ დებილობას?
მერაბ მახარაშვილი: რა ვთქვი? რა ვთქვი/ რეებს მელაპარაკებით?
ჟურნალისტი: ჩანაწერი გვაქვს, ბატონო მერაბ და შეგახსენებთ, თუ დაგავიწყდათ, რაც თქვით
მერაბ მახარაშვილი: აუ, როგორ შემაშინეთ რაა მაგ ჩანაწერით. ნახავთ, რასაც მიიღებთ.
 
 
Read 749 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი