საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი - კითხვები და პასუხები

მარტი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი დაამტკიცა. დადგენილებით განსაზღვრულია, თუ ვის და რა შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს ეს წოდება.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობებს აჯერებს და განიხილავს გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი. მის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოებს წარმომადგენლები. მიღებულ გადაწყვეტილებას აფორმებს მუნიციპალიტეტი მერი, ბრძანების სახით.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საზოგადოების ერთი ნაწილი კომისიის შემადგენლობით დაინტერესდა.

„ეს სამუშაო ჯგუფი უკვე არსებობს, თუ აწი შეიქმნება?“ - იკითხა „გორის დარბაზის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამაზ მაყაშვილმა.

მის კითხვას საკრებულოს დეპუტატმა უპასუხა. ლია ჩლაჩიძემ განმარტა, რომ ჯერ მხოლოდ წოდების მინიჭების წესი დამტკიცდა, და რომ კომისია მომავალში შეიქმნება. 

"პროცედურული საკითხის შესახებ  არ ყოფილა წინადადებების განხილვის მოთხოვნა არც წინა და არც ამჟამინდელი ხეისუფლების წარმომადგენლებისაგან. ახლა გავიგე, რომ კომისია ჯერ არ შექმნილა. ვნახოთ, რა იქნება, რეკომნდაციას და რჩევას თუ  ითხოვენ", - აღნიშნა მაყაშვილმა. 

ჯერ არშექმნილ კომისიას უკვე უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია. საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დარწმუნებულია, რომ კომისია გადაწყვეტილებას პოლიტიკური სიმპატიებით მიიღებს.

,,ეს იქნება პოლიტიკური ნიშნით დაჯილდოება და არა ღირსებაზე დამოკიდებული“, - განაცხადა ირმა ამბარდნიშვილმა.

დეპუტატი ინიციატივის გაუქმების მომხრეა.

"არც პროფესორობა, არც სამეცნიერო ხარისხი და არც პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იყო ქალაქის საპატიო მოქალაქე. ევროპის ბევრ ქვეყანაში, ისე იღუპებიან ცნობილი მწერლები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, რომ იმ ქალაქის და საკუთარი საცხოვრებელი ადგილის საპატიო მოქალაქეები არ არიან".

ამბარდნიშვილის შეხედულებას არ იზიარებენ მმართველ გუნდში. დეპუტატი თამარ მურალოვა აცხადებს, რომ კანდიდატების შერჩევაზე პასუხისმგებელი კომისია გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს.

რაც შეეხება ინიციატივის გაუქმებას, მმართველი გუნდი ამის წინააღმდეგია.

Read 748 times Last modified on Last modified on მარტი 13 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი