ახალდაბის ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 12 250 ლარი დაიხარჯა

აგვისტო 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ახალდაბის ამბულატორიის რეაბილიტაციის სამუშაოები მალე დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

12 250 ლარის სამუშაოებს ი/მ კახა დათაშვილი ასრულებს.

პროექტი ითვალისწინებს შენობის კოსმეტიკურ რემონტს, გათბობის სისტემისა და გარე კომუნიკაციების მოწყობას.

ამბულატორია ემსახურება ორი სოფლის, ახალდაბისა და არაშენდას მოსახლეობას. აღნიშნულ სოფლებში 2 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. 

გორის მერია მიმდინარე წელს 5 სოფლის - ახალდაბის, ბერბუკის, ძევერის, საქაშეთისა და ფხვენისის ამბულატორიების შენობების რეაბილიტაციასაც ახორციელებს. გარდა ამისა, უწყება ტინისხიდში ახალი ამბულატორიის შენობასაც აშენებს. სამუშაოებისთვის ჯამში 128 572 ლარი იხარჯება.

Read 115 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი