Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 27 აგვისტო 2019 16:36

გორში 9 ოჯახს ბავშვის აყვანა სურს

Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს ბავშვის შვილად აყვანის სურვილი 9 ოჯახმა გამოთქვა. მათ შორის, 6 ოჯახის შემთხვევაში, მშვილებელთა ასაკი დაახლოებით 40-50 წელია.
მათი უმრავლესობა ბავშვის შვილად აყვანას უკვე წლებია ელოდება. მათ შორის, 8 წელზე მეტი მოცდის პერიოდი 4 ოჯახს აქვს. დანარჩენ შემთხვევებში არის, როგორც 7 წლიანი, ასევე 6 წლიანი მოცდის პერიოდები.
აღნიშნული 9 ოჯახიდან მხოლოდ 3-ს აქვს მითითებული ასაყვანი ბავშვის სასურველ სქესად - მდედრობითი, დანარჩენისთვის ბავშვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს.
Read 680 times