გორში რეგიონული განვითარების და მთის ფონდიდან, 8 თვეში 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

აგვისტო 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გუბერნატორი შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე შეხვდა.

დღის წესრიგის მიხედვით, დღეს 3 საკითხი განიხილეს. მათ შორისაა გორში ავტობუსების სადგომისა და დამხმარე ნაგებობის მოწყობა.

გარდა ამისა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობაზე, საუბარი შეეხო მაღალმთიან დასახლებებში განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებსაც.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი რეგიონული განვითარების ფონდიდან გორისთვის წელს 13 410 731 ლარი გამოიყო, საიდანაც 5 000 996 ლარი უკვე ათვისებულია. რაც გამოყოფილი თანხის 37%-ს შეადგენს.

მთის ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტისთვის წელს გამოყოფილი 465 000 ლარიდან კი 49% ანუ, 227 100 ლარი უკვე დახარჯულია.

Read 218 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი