ატენის ხეობაში წიწვოვანი ტყე იწვის
ატენის ხეობაში წიწვოვანი ტყე იწვის. ხანძრის ჩაქრობას, ცოცხალ ძალასთან ერთად, ორი ვერტმფრენით ცდილობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათთან „112“-დან შევიდა ინფორმაცია, რომ შიდა ქართლში, ატენში, რაზმათის ხეობაში ძლიერი დაკვამლიანების და ღია ცეცხლი იყო.
"შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილზე გავიდნენ გორის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები. ასევე, დამატებითი ძალების მობილიზება მიმდინარეობს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან და სხვა რეგიონებიდან. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი", - აცხადებენ სამსახურში.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია წიწვოვან ხეებზე.