ცხინვალი ე.წ დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება

აგვისტო 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

25 აგვისტოს 20:00 საათიდან ოკუპირებულ ცხინვალსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვარი დროებით ჩაიკეტება. შესაბამისი განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

დე ფაქტო უწყება განმარტავს, რომ შეფერხება ე.წ. დამოუკიდებლობის დღის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდება.

„გამშვები პუნქტების მუშაობა 27 აგვისტოს 06:00 საათზე ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, - ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.

Read 127 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი