"თანხმობას" განცხადება გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

აგვისტო 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რადიო "მოზაიკა" უცვლელად გთავაზობთ.

"ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ აღშფოთებას გამოთქვამს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასოციაცია არაერთი წელიწადია მუშაობს და სხვადასხვა ფორმით ცდილობს დაეხმაროს ამ სოფლის მოსახლეობას, რომლებიც ბოლო დღეებში მომხდარ ფაქტებამდეც უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობდნენ.

ასოციაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დაცული იყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც ამჟამად ცხოვრობს გამყოფ ხაზთან.

ასოციაცია გმობს ბორდერიზაციის ფაქტს. ამ მძიმე წუთებში აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოება დროულად და ამომწურავად იყოს ინფორმირებული გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე და იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმასაც აპირებს ხელისუფლება ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების ადამიანური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ასოციაციის პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში შექმნილი რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფი, რომელმაც საგანგებო შეხვედრაზე განიხილა ქალებისა და გოგონების ადამიანის უფლებების შექმნილი პრობლემები, მხარი დაუჭირა ასოციაციის განცხადებას".

შეგახსენებთ, რომ სოფელ გუგუტიანთკარში 7 აგვისტოს შემდეგ რუს ჯარისკაცებს ე.წ. საზღვარი გაჰყავთ - ამონტაჟებენ ძელებს და ავლებენ რკინის ღობეს. 

Read 231 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი