Back to Top
შაბათი, 24 აგვისტო 2019 18:13

გიორგი ცაბაძეს დღეს 95 წელი შეუსრულდებოდა

Rate this item
(0 votes)

დღეს, გიორგი ცაბაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა.

მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გიორგი ცაბაძის სახელობის სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკეს, პატივი მიაგეს მის ხსოვნას და ისაუბრეს მის მოღვაწეობაზე.

"მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ცაბაძის სკვერში მემორიალის აღდგენითი საუშოები ჩაატარა, მეორიალზე გამოიცვალა დაზიანებული სიმები და წარწერები", - აცხადებენ მერიაში. 

ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მუზიკლის ფუძემდებელი გიორგი ცაბაძე 62 წლის ასაკში, 1986 წელს გარდაიცვალა.

Read 394 times Last modified on შაბათი, 24 აგვისტო 2019 18:18