Back to Top
ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019 16:30

ატენში ტყეს ცეცხლი უკიდია 

Rate this item
(0 votes)

ატენისა და სოფელ საყავრეს მისადგომებთან ტყის ქვედა საფარს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც რადიო "მოზაიკას" საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ჩასაქრობად რამდენიმე ბრიგადა წავიდა.

"ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო- სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საჭიროების შემთხვევაში კიდევ დაემატებიან", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში.

Read 1913 times