Back to Top
ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019 15:21

სუხიშვილი განათლების სამინისტროში გადასვლას, პოზიციის შეუთანხმებლად, დათანხმდა

Rate this item
(0 votes)

გორის მერის მოადგილე ეკა სუხიშვილს თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადება ჯერ არ დაუწერია, - ამის შესახებ "მოზაიკას" გორის მერმა განუცხადა. 

განცხადების დაწერამდე, ეკა სუხიშვილი თანამშრომლებს დაემშვიდობა და ბრიფინგიც გამართა, სადაც განაცხადა, რომ მუშაობას განათლების სამინისტროში აგრძელებს. სუხიშვილი ახალ უწყებაში გადასვლას უკვე დათანხმდა, თუმცა ჯერჯერობით არ იცის, ზუსტად რა პოზიციას დაიკავებს. 

"აქამდეც არაერთი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ დღეს მივიღე გადაწყვეტილება და მუშაობას განათლებისა და ინფრასტრუქტურის სააგენტოში გავაგრძელებ, რომელიც პირდაპირ განათლების სამინისტროს ექვემდებარება. რა პოზიციას დავიკავებ, ჯერ არ ვიცი. რამდენიმე ვარიანტი განიხილება და ამ საკითხს დღის ბოლომდე გადავწყვეტ", - აღნიშნა ეკა სუხიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ამავე თემაზე: მერის მოადგილეობიდან უკეთეს პოზიციაზე გადავდივარ - ეკა სუხიშვილი

Read 549 times