აშშ საქართველოში "ბორდერიზაციის" დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

აგვისტო 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია საქართველოში "ბორდერიზაციის“ გაგრძელების შესახებ ინფორმაციით. შეერთებული შტატების პოზიცია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა დააფიქსირა.

"შეერთებული შტატები შეწუხებულია ინფორმაციით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ გააგრძელა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

მორგან ორტაგუსმა ყურადღება გაამახვილა "ბორდერიზაციის“ შედეგად ადგილობრივების დაზარალებაზეც და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები: "ბორდერიზაციის პროცესი ამ რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებზე განურჩევლად და არაპროპორციულად აისახება, აშორებს მათ მიწის ნაკვეთებს, ოჯახებს, საარსებო წყაროს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ღობეებისა და სხვა ბარიერების მშენებლობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაცია, დააბრუნოს საკუთარი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების შესაბამისად.“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე უკანონო ღობის სამონტაჟო სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დაიწყო და 14 აგვისტოდან განაახლა. შედეგად ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ღობის მიღმა დარჩა. ასევე, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს აღმოჩნდა ამ ოჯახების კუთვნილი მიწის ნაკვეთები. 

Read 304 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი