Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019 12:53

გორის მერიამ ევანგელისტური ეკლესიისთვის გამოცხადებული ტენდერი კიდევ შეწყვიტა

Rate this item
(0 votes)

პროტესტანტულ-ევანგელისტური ეკლესიის ღობის სარტყელის და შესასვლელი ჭიშკარის მოწყობისთვის გამოცხადებული ტენდერი გორის მერიამ კიდევ ერთხელ შეწყვიტა.

ეკლესია გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარეობს.  მისი ღობე და ჭიშკარი მოსაწყობია. 

ამჯერად, თანადაფინანსების პროგრამით მერია აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისთვის 8 945.00 ლარიან ტენდერს აცხადებდა, თუმცა, როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდიდან ირკვევა, აღნიშნული შესყიდვა ამ ეტაპზე აღარ განხორციელდება - შემსყიდველმა, ანუ გორის მერიამ ტენდერი შეწყვიტა.

სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, სატენდერო პირობებში ცვლილების განხორციელებაა საჭირო.

"საჭიროა პირობებში დაემატოს ჭიშკარის დამზადებისათვის საჭირო მასალის ზომების ჩამონათვალი და განთავსებული ხარჯთაღრიცხვა უნდა შეიცვალოს პროექტის ავტორის მიერ მოწოდებული კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით. ვინაიდან ამ ეტაპზე ცვლილების განხორციელება შეუძლებელია საჭიროა, ქ. გორში, ცხინვალის გზ N43ა-ში მდებარე პროტესტანტულ-ევანგელისტური ეკლესიის ღობის სარტლის და ჭიშკარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, შეწყვეტილი იქნას", - წერია სატენდერო სხდომის ოქმში.

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მესამე ტენდერია, რომელიც ვერ შედგა. 

ამავე თემაზე: გორში ევანგელისტური ეკლესიის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა

Read 732 times