მაკრახიძის ძმის კომპანიასთან გორის მერია 34 380 ლარიან ხელშეკრულებას აფორმებს

აგვისტო 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიას სურს, რომ მე-5 საჯარო სკოლაში ეზოს შემოღობვის სამონტაჟო სამუშაოები შპს "არმშენსტუდია 2002"-მა შეასრულოს.

გამარტივებული შესყიდვით მერია ამ კომპანიასთან 34 380 ლარიან ხელშეკრულებას აფორმებს.

დოკუმენტის მიხედვთ, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

შპს "არქმშენსტუდია 2002" -ის 100%-იანი წილის მესაკუთრე გორის მაჟორიტარი დეპუტატის იკოსებ მაკრახიძის ძმაა. 

ალექსანდრე მაკრახიძე ამჟამად გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს.

ამ პოზიციის დაკავების შემდეგ, ალექსანდრე მაკრახიძემ "არქმშენსტუდია 2002" სამართავად სხვას გადააბარა.

Read 407 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი