Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 12 მარტი 2018 13:05

ოკუპაციის მუზეუმს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვევიან

Rate this item
(0 votes)

16 მარტს გორში „ოკუპაციის მუზეუმი“ ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. სტუმრებს ორგანიზაცია ,,ქართლოსი“ უმასპინძლებს.

მისი ხელმძღვანელი მეგი ბიბილური მოწვეულ საზოგადოებას მუზეუმის გორში არსებობის მნიშვნელობასა და მიზანს გააცნობს, რის შემდეგაც ყველას ექნება საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება.

მუზეუმი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე 2 კორპუსში მდებარეობს. მუზეუმში წარმოდგენილი დოკუმენტური მასალები ქრონოლოგიურად ასახავს რუსულ აგრესიასა და ომის შემდგომ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს. გახსნის ღონისძიებას, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება, ადგილობრივი თვითმმართველობის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და სამეცნიერო საზოგადების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

სტუმრები 2008 წლის აგვისტოს ომისა და მისი შედეგების ამსახველი ფილმსაც ნახავენ.

შეგახსენებთ, რომ მუზეუმი წარმოადგენს მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ პროექტის „ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლში“ ნაწილს. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ. აღნიშნულ ღონისძიებას კი ორგანიზაცია ,,ქართლოსი“, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრთან ერთად აწყობს.

 

Read 3588 times