Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 20 აგვისტო 2019 15:05

დავით ქაცარავას საოკუპაციო ხაზთან ქვები ესროლეს

Rate this item
(0 votes)

დავით ქაცარავას ბობნევში ქვები ესროლეს - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, სოციალურ ქსელში თავად წერს. მისი თქმით, თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა.

“მეგობრებო! ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა. ბუნებრივია შსს ს გარდა, რომელსაც ჩემს მოსვლამდე შევატყობინე წინასწარ. დათა პაპას სახლთან დამხვდა 4- 5 კაციანი ტიტუშკების ჯგუფი. მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ. მოკლედ, ტიტუშკებით ბრძოლაზე გადავედით? გასაგებია.მივდივარ საავადმყოფოში. იქედან შეგეხმიანებით პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა. ხო, სხვათა შორის, კუანაკურდღლებო, ყბები როგორ გაქვთ? “ , - წერს ქაცარავა

 

 

Read 1553 times Last modified on სამშაბათი, 20 აგვისტო 2019 15:16