ჯიოევი: გუგუტიაანთკარში ქართული მხარის მიერ კარგად დაგეგმილი სპექტაკლი ხდება

აგვისტო 20 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მურატ ჯიოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ადგილობრივ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ქართული მხარის ქმედებები გუგუტიაანთკარში მავთულხლართების მონტაჟთან დაკავშირებით “კარგად დაგეგმილი სპექტაკლია”, რომელიც წარმოადგენს საინფორმაციო ომს მათი რესპუბლიკისა და რუსულ-ოსური ურთიერთობების წინააღმდეგ.

“საქართველოს წარმომადგენელთა პროტესტები სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო უწყების მიერ წარმოებულ სახელმწიფო საზღვრის სამუშაოებზე კარგად დადგმული სპექტაკლია, რომელიც საზღვრის ხან ერთ ნაწილში იდგმება, ხან – მეორეში. მიზანი კი საქართველოს მიმართ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევაა”, – ამბობს ჯიოევი.

მისივე განცხადებით, ისინი ცალმხრივ რეჟიმში გააგრძელებენ საზღვრის მონიშვნებს, რადგან ჯიოევის განცხადებით, “ამ კუთხით ქართული მხარე თანამშრომლობაზე არ მოდის”.

Read 738 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი