Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 20 აგვისტო 2019 12:12

გუბერნატორი: გუგუტიაანთკარის მოსახლეობას ინტერნსიურად ვაწვდით ყველა ინფორმაციას

Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორი სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა. გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორებს ესაუბრა.

შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, საქართველოს მთავრობა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესაჩერებლად ყველა ბერკეტს იყენებს.

„ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვხვდებით მოსახლეობას და ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რაც მათ ინტერესებში შედის. გამყოფ ხაზთან მიმდინარე პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ოკუპანტია და საოკუპაციო პოლიტიკას აგრძელებს. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ შეჩერდეს ეს უკანონო პროცესი. ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და მათთვის ხდება არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაციიის მიწოდება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

Read 503 times