Back to Top
ორშაბათი, 19 აგვისტო 2019 14:56

გორში, კვერნაქის დასახლებაში ბუხაიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 

Rate this item
(0 votes)

კვერნაკის დასახლებაში, ბუხაიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში 322 მეტრიან გზაზე მოიხსნა ამორტიზებული ასფალტი, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და ახალი ბეტონის ჩამკეტი ბორდიურები, რაც სავალ გზაზე და მოსახლეთა ეზოებში მთის ქანების შლას შეაჩერებს.
პროექტის ფარგლებში ბუხაიძის ქუჩის გარდა ახალი ასფალტის საფარი ყიფიანისა და შიო მღვიმელის ქუჩებზეც მოეწყო. 

სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "იბოლია" ახორციელებს.
სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 745 630 ლარი დაიხარჯება.

Read 479 times